საკრებულოს რეგლამენტი, საჯარო მოხელეთა ხელფასების ოდენობის განსაზღვრა – დმანისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა
დმანისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე საკრებულოს რეგლამენტის, საჯარო მოხელეთა ხელფასების განსაზღვრისა და სხვა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
“დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხიები:
▪ დადგენილება: დმანისი მუნიციპალიეტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №42 დადგენილებაში ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ‘’ ცვლილების შეტანის თაობაზე.
▪ დადგენილება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
▪ განკარგულება: 2022 -2024 წლებში დმანისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების სამოქმედო გეგმის მოწონების თაობაზე.
▪ განკარგულება: მოქალაქის სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით გაცემული ქონებით სარგებლობის პირობებში ცვლილების შესახებ.
▪ განკარგულება: დმანისი მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24 ნოემბრის №47 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
▪ განკარგულება: დმანისი მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით , წარჩინებულ სტუდენტთა წარმატებულ (პრიზიორი) სპორტსმენების წახალისების ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე.
▪ განკარგულება: საკრებულოს წევრების გადაწყვეტილების დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ შექმნის და მისი თავმჯდომარის არჩევის ცნობად მიღების შესახებ.
▪ განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქონების (მიწის ნაკვეთი) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ”, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.