სურამის კლინიკაში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამის კლინიკაში მოსახლეობის აცრა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ვაქცინაციის მსურველებს ადგილზე რეგისტრაციით შეუძლიათ აცრა.
როგორც კლინიკაში აღნიშნეს, ბოლო პერიოდში აცრის მსურველთა რიცხვი გაიზარდა. რეგიონის მასშტაბით ვაქცინაცია შიდა ქართლის 9 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.
ვაქცინაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და ხაშურის მუნიციოალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი დაესწრნენ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები