დმანისის მერია: მთავრობის წამახალისებელი პროგრამის შედეგად, მუნიციპალიტეტში აცრის მსურველთა რაოდენობამ იმატა
დმანისის მუნიციპალიტეტში აცრის მსურველთა რაოდენობამ იმატა, განსაკუთრებით 60 წელს ზემოთ გადაცილებულ მოქალაქეებში, რასაც ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულმა წამახალისებელმა ფინანსურმა ღონისძიებებმა. ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ქალაქ დმანისში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე არის შესაძლებელი.