ქობულეთის საკრებულოს შენობაში ხმაურია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შესვლას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცველებმა შენობაში ოპოზიციური პარტიის მხოლოდ ის დეპუტატები შეუშვეს, რომლებიც ბიუროს წევრები არიან.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები
„საკრებულოს თავმჯდომარესთან გვაქვს შეკითხვები, მიიჩნევს თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი იმსახურებს თავისუფლებას, როდის გამოიძიებენ ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეს“, – განაცხადა ბონდო თედორაძემ.
ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს შენობასთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს.