ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრს გია ანთაძე უხელმძღვანელებს

ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრს გია ანთაძე უხელმძღვანელებს – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

აღნიშნულ თანამდებობაზე გია ანთაძე, დღეს დაინიშნა.
” კიდევ ერთი საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ: მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრს გია ანთაძე უხელმძღვანელებს. მას მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება გააჩნია და აქვს ჩვენი გუნდის მხარდაჭერა, რათა მუნიციპალიტეტში ამ მნიშვნელოვანი სამსახურის მუშაობას გაუძღვეს. ოზურგეთი თანამედროვე და კომფორტული ქალაქი იქნება!“ – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები