საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ნინოწმინდასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ფორდ ტრანზიტისა და ტრაილერის ტიპის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.