ხობში ავარიას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევა, რომლის დროსაც ერთმანეთს სატვირთო და დისტრიბუციის მანქანები შეეჯახნენ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ავარიას შედეგად შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია დისტრიბუციის ავტომობილის ერთ-ერთი მძღოლი.
ამ დროისთვის, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.