არჩილ ჩიქოვანი – მერიაში მომხდარ დაპირისპირებაზე: შეხვედრა შედგა ჩემს სამუშაო ოთახში, რის შემდეგაც მათ მასკარადი მოაწყვეს

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი  მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს. მერის განცხადებით, “ნაცმოძრაობის” წევრებმა “მასკარადი” მოაწყვეს.

“შეხვედრა შედგა ჩემს სამუშაო ოთახში, რის შემდეგაც მათ მასკარადი მოაწყვეს. უკვე ხედავთ, რა სიტუაციაც არის ბათუმის მერიაში. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს თავისუფლად მუშაობის საშუალება არ ეძლევათ. ეზღუდებათ გადადგილების საშუალება, რის შემდეგაც მოვითხოვეთ და ვთხოვეთ, წაბრძანებულიყვნენ. ყველა შეკითხვაზე პასუხი გაცემულია. ოქმის შესადგენად მუნიციპალურ ინსპექციის წარმომადგენლებს მოსახლეობამ ადგილზე წინააღმდეგობა გაუწია. ამას ჩვენი რეაგირება მოჰყვა და აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება დღეს ბათუმის მერიაში მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პროტესტი ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობას ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები