მცხეთა-მთიანეთში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა
ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფციის ამოქმედების შემდეგ მცხეთა-მთიანეთში აცრის მსურველ მოქალაქეთა რიცხვი გაიზარდა. ვაქცინაციის პუნქტებში მაღალია პენსიონერთა მიმართვიანობაც.
პროცესის მეტად გასააქტიურებლად მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრებს, რეგიონის მასშტაბით სისტემატურად მართავს.
ამჯერად, დავით ნოზაძე ქალაქ დუშეთის კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კოვიდ-საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.