აჭარასა და გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 15 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 15 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შუახევის, ხულოსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, უკანონოდ მოჭრეს თხმელის, სოჭისა და ნაძვის სახეობის ხე-მცენარეები და მათგან ჯამში დაახლოებით 50 კუბური მეტრი ხე-ტყე დაამზადეს.

“სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები