ქუთაისის მერიამ კულტურის სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა დაიწყო

ქუთაისის მერიამ კულტურის სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ “კვირას” ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, ქალაქის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის პროექტის EU4Culture გრანტის საშუალებით.
“ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი ოფიციალურად გაიხსნება 14 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ ბაგრატი 1003″ -ში.
ღონისძიებაზე გაიმართება დაინტერესებული მხარეების პლატფორმის ფუნქციონირების და შესაძლებლობების პრეზენტაცია, ჩატარდება სტრატეგიის შემუშავების მეთოდიკის ამსახველი სემინარი, ხოლო პანელურ დისკუსიაზე ისაუბრებენ კულტურის განვითარების სტარტეგიის ფორმირების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები