გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდვაქცინით 2 500 ადამიანი აიცრა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 500-მა ადამიანმა გაიკეთა.
საერთო ჯამში ქვეყანაში 2 311 840 აცრაა ჩატარებული.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 527 ახალი ფაქტი დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4 588 პირი. ამავე პერიოდში ვირუსს 46 ადამიანი ემსხვერპლა.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების სულ 890 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 837 263 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 12 777 პაციენტი.