ქობულეთში 3 ადამიანი დაჭრეს

ქობულეთში 3 ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მათ ჭრილობები ცივი არიაღით აქვთ მიყენებული. ამავე ინფორმაციით, დაპირისპირებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა. შემთხვევამდე ისინი სატვირთო ავტომობილს მანდარინით ტვირთავდნენ.

დაშავებულები ქობულეთის კლინიკა “ევექსში” არიან მოთავსებული. ექიმის ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“ამ ეტაპისთვის, საშუალო სიმძიმისაა მათი მდგომარეობა. გულ-მკერდის არეში არის ძირითადად მიყენებული ჭრილობა და ერთ-ერთ მათგანს ხელის არეში აქვს“, – აღნიშნა ექიმმა,  ირინე დოლიძემ.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ცხელ კვალზე 1 პირია დააკავა. გამოძიება  სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები