სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს 27 სოფელში გარე განათების სისტემა მოეწყობა

2021 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შესაბსმისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 27 სოფელში გარე განათების სისტემის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

ეს სოფლებია: ასურეთი, ენაგეთი, შავსაყდარი, კოდა, მუხათი, დიდგორი, წვერი, პანტიანი, ღვევი, ახალსოფელი, გოხნარი, ზირბითი, ქვემო ჭინჭრიანი, წინწყარო, ქოსალარი, დაღეთი, დიდი თონეთი, პატარა თონეთი, ამლივი, არდისუბანი, ბოგვი, საღრაშენი, ფარცხისი, ვაშლოვანი, ვაკე, დიდი დურნუკი და პატარა დურნუკი.
აქედან მონტაჟი დასრულდა 16 დასახლებაში, სადაც ენერგო – პრო ჯორჯია, გათვალისწინებულ ვადებში, მრიცხველების მონტაჟისა და ქსელის მოწყობის დასრულების შემდეგ განახორციელებს აღნიშნულ პროექტებზე ძაბვის მიწოდებას.

პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 311 097 ლარს.

ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები