ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 126 შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 126 პირს დაუდასტურდა.  გასული დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსს მსხვერპლი არ მოჰყოლია. გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 80% სტაციონარში მკურნალობს, მათ შორის 33 მძიმე მდგომარეობაშია.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 15 მძიმე მდგომარეობაშია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 36 079-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 539-ს

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები