სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები #ავიცრათერთმანეთისთვის – სტუდენტურ კამპანიას შეუერთდნენ

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოწვევა მიიღეს და #ავიცრათერთმანეთისთვის – კამპანიას შეუერთდნენ.

სამცხეჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აქციის ფარგლებში, ახალციხეში ვაქცინაციის პროცესის  გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს. აქტივობის ფარგლებში, სტუდენტებმა ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის – #ავიცრათმანეთისთვის სლოგანით გაავრცელეს.

თავის მხრივ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კამპანიაში ჩასართავად კოლეჯ „სპექტრის“ სტუდენტები გამოიწვიეს.

ვაქცინაციის  მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს ვაკის პარკში  დაიწყო. ინიციატივის  შესახებ ონლაინმიმართვა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა,  ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.

აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.

„კამპანია  – #ავიცრათერთმანეთისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით წამოვიწყეთ. ვფიქრობთ,  იმუნიზაციის პროცესში ახალგაზრდა თაობის, კერძოდ კი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშნელოვანია“,  – აცხადებენ ორგანიზაცია „ქოლგაში“.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას პერმანენტულად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები შეუერთდებიან და, თბილისის გარდა,  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – გორში, ქუთაისში, ახალციხეში, კახეთში, ზუგდიდსა და ბათუმში ანალოგიურ ღონისძიებებს ჩაატარებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები