საქართველოში საფრანგეთის ელჩი ახალქალაქსა და ნინოწმინდას ეწვია

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, „მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის შეხვედრები გაიმართა.

„მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, ელჩი მუნიციპალიტეტების სიახლეებს გაეცნო და დაინტერესდა იმ გამოწვევებით, რომელთა წინაშე ადგილობრივი მოსახლეობა დგას, მათ შორისაა ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, სამედიცინო და დასაქმების საკითხები.

„ყურადღება გამახვილდა კოვიდ-19-ის, ვაქცინაციის და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე და პრობლემებზე. დიეგო კოლასმა, „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია „სერეკის“ ფარგლებში ჩატარებული აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მიმართულნი იყვნენ ეროვნულ უმცირესობათა სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.

აღნიშნული შეხვედრები „ეროვნულ უმცირესობათა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების გაძლიერების“ პროგრამის SEREC-ის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც „მრავალეროვანი საქართველო“ ევროკომისიის მხარდაჭერით ახორციელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები