სენაკში განახლებული რეგიონების ფარგლებში, ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობსსენაკში განახლებული რეგიონების ფარგლებში, ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მასშტაბური პროექტის განხორციელებით, სენაკს, განახლებული, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატება.
პროექტს, რომლის ღირებულება 3 000 000 ლარს შეადგენს, შპს ,,დაგი” ახორციელებს.
„განახლებული რეგიონების” 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.
პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.