ზუგდიდში, წალენჯიხასა და სენაკში საკრებულოების თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს
ზუგდიდში, წალენჯიხასა და სენაკში საკრებულოს თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ჩამოყალიბება მიიღეს ცნობად, მოგვიანებით კი, პარტიის წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს და სხდომა დატოვეს.
„ქართულ ოცნების“ 20-წევრიდან სხდომას 19 ესწრებოდა, ასევე, სხდომაზე იმყოფებოდა „გახარია – საქართველოსთვის“ სამივე წევრი, თუმცა კვორუმი მაინც არ შედგა და სხდომა ერთი კვირით გადაიდო.
ამასთან, ზუგდიდის საკრებულომ ცნობად მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრისა და ასევე, „ქართული ოცნებიდან“ ერთი წევრის განცხადებები, საკრებულოს დატოვების შესახებ. მათ პარტიებიდან სხვა წევრები შეცვლიან.