“ზეწოლა არ იყო” – რამიზ რამაზანოვი დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა

დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი რამიზ რამაზანოვი საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარე კი “ქართული ოცნების” კანდიდატი გახდა.

რამაზანოვის განცხადებთ, მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძობს.

რამაზანოვი ამ დრომდე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო. მისი დღევანდელ სხდომაზე დასწრება ავტომატურად ნიშნავდა, რომ ის ოპოზიციის ბოიკოტს არ შეუერთდა, შესაბამისად კვორუმიც შედგა.

“ახლობელთან ვიყავი, ახლობელთან, საქართველოში. მუქარა, არცერთი ზეწოლა არ იყო, ასე გადავწყვიტე მე პირადად”, – თქვა მან ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გასული სამი დღის განმავლობასი ამტკიცებდა, რომ რამაზანოვზე ზეწოლა მიმდინარეობდა და ის “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა გაიტაცეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები