კასპის მუნიციპალიტეტში, ხიდისყურისა და საქადაგიანოს წყალმომარაგებისთვის სისტემების რეაბილიტაცია გრძელდება
წყალმომარაგების კომპანია წყლის სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტებში აქტიურად აგრძელებს, – ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, ამჯერად, წყლის ინფრასტრუქტურა კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხიდისყურსა და საქადაგიანოში ეწყობა. სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2,6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში დღემდე არ არსებობს ცენტრალიზებული სისტემა, მოსახლეობის უმრავლესობა წყალს ეზოებში თვითნებურად მოწყობილი ჭებიდან მოიხმარს.
მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ახალი ქსელები, წყლის სათავე ნაგებობებია, სატუმბი სადგურები და რეზერვუარები.
პროექტის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგი და ორივე სოფლის მაცხოვრებლები უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებენ სარგებლობას.