გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში საუბნო გზებს რეაბილიტაცია უტარდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში შიდა საუბნო გზის მოწყობა მალე დასრულდება. ინფორმაციას გორის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ასფალტბეტონის საფარი სოფლის გზის ორივე მონაკვეთზე უკვე დაიგო. მათი ჯამური სიგრძე 889 მეტრია.

“პროექტის ფარგლებში ხორციელდება მიერთებების, გადაკვეთებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობაც.
აღნიშნულ გზის მონაკვეთებს წლებია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. შიდა საუბნო გზის ერთ მონაკვეთზე რამდენიმე ათეული წლის წინ დაგებული ასფალტის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შემორჩენილი, მეორეზე კი დღემდე ასფალტის საფარი არ ყოფილა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს აღნიშნულ გზის მონაკვეთებზე გადადგილებისას მოუწესრიგებელი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები