კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 46 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 46 ფაქტი გამოავლინეს.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, საგარეჯოს, გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ტყეებში, ასევე შპს „ფაუნას“ ტერიტორიაზე, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს, სხვადასხვა სახეობის, ჯამში 41 ერთეული ხე-მცენარე.
მათივე ცნობით, გარდა ამისა, ამავე მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა, სხვადასხვა სახეობის უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან, ჯამში 10,7 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი.
“სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.