ოზურგეთში 50 ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გუბერნატორთან გიორგი ურუშაძესთან, საკრებულოს წევრებთან და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სოფლებში – ნატანებში, თხინვალში, შრომაში და მერიაში ადგილობრივებს სასურსათო პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები გადასცეს.
„თანამოქალაქეებისგან მოვისმინეთ პრობლემები და საჭიროებები, რომელზეც რეაგირება უმოკლეს დროში მოხდება”, – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.
ჰუმანიტარული დახმარება, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზებით, ჯამში 50 ოჯახს გადაეცემა.