დმანისში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის წარმომადგენელმა, დმანისელ ახალგაზრდებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.

“ტრენინგი ხორციელდება პროექტის „ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით” ფარგლებში.
ტრენინგის მხარდამჭერია რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი (ISCR) , განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობა”,- აღნიშნულია დმანისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები