თელავის მერია: „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე პროექტები დასრულების ფაზაშია

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში „განახლებული რეგიონების“ პროექტები დასრულების ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, დასასრულს უახლოვდება თელავის შემოსასვლელში თბილისის გზატკეცილსა და რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობების რეაბილიტაცია.
„თელავში სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ანდრიაშვილთან და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან ერთად გაეცნო.
პროგრამით დაფინანსებული ურბანული განახლების პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება, რაც დადებითად აისახება იმ ხარჯებზე, რაც ამ შენობების გათბობას უკავშირდება.
დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, იცვლება შენობების კარ-ფანჯრები, მიმდინარეობს საინჟინრო და საკომუნიკაციო სისტემების გამართვა, სკვერებისა და პარკების რეკონსტრუქცია, რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცეების, ტროტუარების, განათების მოწყობა და სხვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები