კგბ-მ სამ თვეში “საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე” ტვირთვის უკანონო გადატანის 20 მცდელობა აღკვეთა

 

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის სასაზღვროს სამსახურის თანამშრომლებმა სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში “სახელმწიფო საზღვრის” 500-ზე მეტი დამრღვევი დააკავეს.

მათგან სამის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 478-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა, ჯარიმის სახით.

ამის შესახებ კგბ-ს საიტზეა ნათქვამი.

გარდა ამისა, აღიკვეთა “აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე” სხვადასხვა მიზნით საქონლის უკანონო გადატანის 20 მცდელობა.

ამოღებულია თამბაქოს ნაწარმის 2300-ზე მეტი ბლოკი, საერთო ღირებულებით 600 ათას რუბლზე მეტი, 1 მილიონ 500 ათას რუბლის ღირებულების სამომხმარებლო საქონელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები