ამბროლაურში, სოფელ კრიხში მდინარე კრიხულასა და ხოტეურაზე ნაპირსამაგრები მოეწყო

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხში მდინარე კრიხულასა და ხოტეურაზე ნაპირსამაგრები მოეწყო. ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, განხორციელებული სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ – ასლან საგანელიძემ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

„პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

სამშენებლო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 330 000 ლარს შეადგენს, მ/წლის ივლისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები