ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში ბრიკეტის საწარმო ამოქმედდება
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის 2021 წლის პროგრამის ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა’’- ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში ბრიკეტის საწარმო ამოქმედდება.
საწარმოს მშენებლობის პროცესს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, მოადგილე მირიან ქათამაძესთან და აგროსერვის ცენტრის დირექტორთან ერთად გაეცნო. საგრანტო პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანადაფინანსება შეადგენს 59 500 ლარს.
მეწარმე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაასაქმებს 7 ადგილობრივ მკვიდრს.