ლანჩხუთში, ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა მიმოსვლის გზების მოწესრიგება მიმდინარეობს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა მიმოსვლის გზების მოწესრიგება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში გადაადგილების პრობლემა აკეთის, აცანის, მამათის, ნიგოითის, შუხუთის, სუფსის, ნიგვზიანის, ნინოშვილის, ჯურუყვეთისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციული “ერთეულების მოსახლეობას მოუგვარდება. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ ჩიბათში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა პირველ მოადგილე, ბიძინა იმნაიშვილთან ერთად დაათვალიერა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.