მამაკაცმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა – ახალი დეტალები ხელვაჩაურში მომხდარზე
აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, სოფელ ჭარნალში, კაცმა ცოლი და 21 წლის ბიჭი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ინფორმაციას ადასტურებს ჭარნალში მერის რწმუნებულიც.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცის დედამ და მეორე შვილმა, გოგონამ, გაქცევით გადაირჩინეს თავი.
მეზობლების თქმით, 54 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.
ერთ-ერთი ვერსიით, მას ფსიქოტროპული მედიკამენტი ჰქონდა მიღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას.