თელავი-ყვარლის გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები