ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის შიდასახელმწიფოებრივი გზის 43-ე კილომეტრზე სავალი ნაწილი ორივე მიმართულებით გახსნილია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის შიდასახელმწიფოებრივი გზის 43-ე კილომეტრზე გზის სავალი ნაწილი ორივე მიმართულებით გახსნილია.
მესტიის გზაზე კლდის ფერდობის ნაწილი 6 დეკემბერს ჩამოიშალა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად იყო შესაძლებელი.