სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სასათბურე მეურნეობა შეიქმნა

სოფელ ფარცხანაყანევში, კომპანიამ „კოპიტნარის სასათბურე მეურნეობა 20,000 კვმ-ზე მოაწყო. სათბურის მოსაწყობად, 2,5 მლნ ლარის  ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი  1 მლნ ლარს აჭარბებს, ხოლო 39,000 ლარი გრანტია. სასათბურე მეურნეობაშისეზონურად,  50 ადამიანია დასაქმებული.  ამჟამადსათბურში მწვანილის კრეფა მიმდინარეობს, პროდუქციის რელიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

„სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი გულისხმობს, ერთი მხრივ, გრანტს, რომ მეწარმეებს ჰქონდეთ სტიმული, დაიწყონ წარმოება და, მეორემხრივ, მათ თანამონაწილობა სესხის ნაწილში, სადაც სახელმწიფო პროცენტსუბსიდირებას 4 წლის განმავლობაში ახდენს, რაც მეწარმეებს, საქმიანობის დაწყების პირველ წლებში, საფინანსო წნეხისგან ათავისუფლებს, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, რომელიც კოპიტნარის სასათბურე მეურნეობაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

დღეის მონაცემებით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში, სასათბურე მეურნეობის მოწყობის მიზნობრიობით თანადაფინანსება 6.8 მილიონ ლარს აღემატება. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებშისასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით გაიცა 106 მლნ ლარს  ღირებულების 1300-ზე მეტი სესხი, სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 16 მლნ ლარზე მეტია.

 

აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები