ოკუპირებულ აფხაზეთში აუცრელ პედაგოგებს სამსახურებიდან გაათავისუფლებენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განათლების იმ მუშაკების სამსახურებიდან გათავისუფლების ბრძანება გასცა, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილები არ არიან.

ბჟანიას თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და აუცილებელია სიტუაციის გამოსწორება.

“ამ საქმისთვის ფულს ვხარჯავთ. ვითხოვთ, პრიორიტეტებში ვხვდებით. რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს არ აძლევენ ვაქცინას, ჩვენ კი პროცესის ორგანიზება არ შეგვიძლია. მოდით, ვიყოთ უფრო აქტიურები. დაავალეთ ყველა მასწავლებელს. არ შეგეშინდეთ, იყოთ ცუდები. არ იქნებით ცუდები – ეს სწორი პოზიციაა. გაათავისუფლეთ ისინი, ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს”, – თქვა ბჟანიამ გაგრის რაიონულ ე.წ. ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე.

ბჟანიამ ასევე დაავალა განათლების სექტორის წარმომადგენლებს სკოლების, სოფლების მასწავლებლებისთვის ვაქცინაციის განრიგის შედგენა და სოხუმში გაგზავნა.

ბჟანიამ დასძინა, რომ ამ ამოცანის შესრულებას ის პირადად გაუწევს ზედამხედველობასა და ინსპექტირებას.

გაგრის რაიონული სააავდმყოფოს მთავარი ექიმის, ინდირა არსალიას მონაცემით, რაიონში “სპუტნიკ V”-ით არის 666 ადამიანი აცრილი; “სპუტნიკ ლაითით” – 708.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები