“განთავსებული იყო გზის სავალ ნაწილზე და ქმნიდა უსაფრთხოების პრობლემას” – კურორტ გოდერძიზე გარემოვაჭრეების ჯიხურებს დემონტაჟი ჩაუტარდა

ჯიხურები განთავსებული იყო სასრიალო ტრასისა და მოედანზე ასასველი გზის ნაწილზე, ქმნიდა უსაფრთხოების პრობლემას, – ამის შესახებ “კვირას” ხულოს მერიაში კურორტ გოდერძიზე სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟთან დაკავშირებით განუცხადეს.

როგორც მერიაში განმარტავენ, მოვაჭრეებს არაერთხელ შესთავაზეს ადგილმონაცვლეობა, თუმცა ნაწილმა მათ აღნიშნულზე უარი განუცხადა.

“ჯიხურები თვითნებურად იყო განთავსებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ხულოს მერიის მიერ განხორციელდა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. ჯიხურების მფოლობელებისთვის არაერთხელ იქნა შეთავაზებული ალტერნატიული ადგილი. მხოლოდ ერთი ჯიხურს ჩაუტარდა დემონტაჟი, ნაწილმა ნებაყოფლობით განახორციელა ადგილმონაცვლეობა.
ჯიხურები განთავსებული იყო სასრიალო ტრასისა და მოედანზე ასასველი გზის ნაწილზე, ქმნიდა უსაფრთხოების პრობლემას”, – აცხადებენ  ხულოს მერიაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მაღალმთიან კურორტ გოდერძიზე გარემოვაჭრეებს ჯიხურები დაშლილი დახვდათ. მათი თქმით, ეს ადგილობრივების ერთადერთი შემოსავალი იყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები