ხობის სოფელ საჯიჯაოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრიდან მდინარე ჭანისწყლის ხიდამდე გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 161 ათას ლარს შეადგენს.

“პროექტის შესაბამისად 2.9-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.

გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.

გზა ამორტიზირებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ აწარმოებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები