გორის მერია: ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს. ამის  შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათი ცნობით, სარეაბილიტაციო გზა მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის და  დაზიანებული კაპიტალური საფარი და სავალ ნაწილზე წარმოქმნილი დიდი ზომის ორმოები გზით სარგებლობას მნიშვნელოვნად ართულებდა.
“მიმდინარე სამუშაოები მოიცავს გზის სრულ რეაბილიტაციას. ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. ასევე, ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის, დამონტაჟდება ნიშნები, მოეწყობა ტროტუარები და ავტოპავილიონი. ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს და ხელს შეუწყობს ტანას ხეობაში ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
პროექტის დასრულების შემდეგ, ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსამდე და სოფელ ბოშურამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები