ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში ხობი-უტორას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 3 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.
„სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს და ერთწლოვანი კულტურების წარმოების შესაძლებლობას და მოსავლიანობას გაზრდის.
დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები დეკემბერში დასრულდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.