მეთევზეობის მიმართულებით ხულოს მუნიციპალიტეტში საკალმახე მეურნეობა მოეწყობა

მეთევზეობის მიმართულებით ხულოს მუნიციპალიტეტში საკალმახე მეურნეობა მოეწყობა, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება იგეგმება. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, მოადგილესთან და აგროსერვის ცენტრის დირექტორთან ერთად, საგრანტო პროგრამის გამარჯვებულს, ჯემალ ბოლქვაძეს ეწვია და საკალმახე მეურნეობის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
“სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საგრანტო პროგრამის ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს  “აგროსერვის ცენტრის” თანადაფინანსება შეადგენს 80 965 ლარს. “აგროსერვის ცენტრი” ბენეფიციარებს, მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის საინვესტიციო ღირებულების 70 % -ს უფინანსებს.
2021 წლის პროგრამის სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა-16 წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 მლნ ლარს.
მეწარმე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაასაქმებს 10 ადამიანს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები