ტყვარჩელში ბინაში გაჩენილ ხანძარს 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყვარჩელში ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით არძინბას ქუჩაზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. მეხანძრე-მაშველების მისვლამდე ხანძარი ბინას მთლიანად მოედო. მაშველების თქმით, მოზარდი უჰაერობით დაიხრჩო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები