დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

ფოთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, 68 წლის დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ინორმაციას ხობისა და ფოთის ეპარქია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
”მამა თეიმურაზი კორონავირუსული ინფექციის შედეგად ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობით გარდაიცვალა.
დეკანოზი თეიმურაზი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით ერთ-ერთი უხუცესი სასულიერო პირი გახლდათ. მას 1978 წელს დაასხეს ხელი დიაკვნად, ხოლო მღვდლად – 1979 წელს. 1980 წელს ის დადგინდა ფოთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. დეკანოზი თეიმურაზი დაჯილდოებული გახლდათ მიტრისა და ორი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით”, – წერია ეპარქიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები