დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის მხარდამჭერი პროგრამები; ეკონომიკური და სოციალური პროექტები და დასაქმების ხელშეწყობა – ოზურგეთის მერი IOM-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ავთანდილ თალაკვაძემ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა -ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
„მიგრაცია თითოეულ ოჯახს ახალ გარემოსთან ადაპტირების და გამოწვევებთან გამკლავების წინაშე აყენებს. საცხოვრისი, დასაქმება, განათლების მიღება, სოციალური სერვისები და სხვა აუცილებელი პირობები მიგრაციის დროს, ადამიანებისთვის ხშირად მიუწვდომელია.
დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის მხარდამჭერი პროგრამები; ეკონომიკური და სოციალური პროექტები და დასაქმების ხელშეწყობა – ეს ის საკითხებია, რაზეც შეხვედრისას ვისაუბრეთ“ – აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.