საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ახალციხეს ეწვია

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და ორგანიზაცია Exprertice France -ის წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეს ეწვევია და მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი ლაზარაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ ახალციხის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული პროეტის „ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ შესახებ ისაუბრეს.
„აღნიშნული პროექტის მიზანი იყო დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერა შშმ პირთა შეფასების სისტემის სამედიცინოდან ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლის რეფორმის პილოტირებაში და სამცხე-ჯავახეთში შშმ პირთა საჭიროებების გამოვლენა.
პროექტი, რომელიც Exprertice France -ის მხარდაჭერით სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ განახორციელა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2020 წელს დაიწყო და 2021 წლის ივლისში დასრულდა და მასში სულ 404 ბენეფიციარი ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ პანდემიასთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჰიგიენური და საკვები პროდუქტების სახით 300- მდე ადამიანს გაეწია დახმარება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი და სოციალურ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი ინგა დიაკონოვი.
მერმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს განხორციელებული პროექტისთვის და მხარდაჭერისათვის. შეხვედრის დასასრულს კი მხარეებმა სამომავლოდაც აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები