გორის მერია: 2021 წელს მუნიციპალიტეტში 28 ლოკაციაზე ტრენაჟორები მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს გარე მოხმარების სპორტული მოწყობილობები 28 ლოკაციაზე დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ტრენაჟორები  11 ლოკაციაზე გორში, 17 ლოკაციაზე  კი მუნიციპალიტეტის სოფლებში მოეწყო.
“სამუშაოების ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტის, ნაწილი კი „სამოქალაქო ბიუჯეტის“ და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოეწყო.
ყველა ლოკაციაზე პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრვმა მოსახლეობამ მიიღო. გარე მოხმარების სპორტული მოწყობილებით აქტიურად სარგებლობლობენ განსაკუთრებით ახალგაზრდები და მოზარდები.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრიორიტეტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები