კოვიდ19-მა სენაკის სოფელ ნოსირში დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა
კოვიდ19-მა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მცხოვრები დედა-შვილის – ჯავახიების სიცოცხლე იმსხვერპლა.
რამაზ ჯავახია 40 წლის იყო. მარინე ჯავახია კი 62 წლის.
სოფლის რწმუნებულის გოგა ქორიძის თქმით, 40 წლის რამაზ ჯავახია ქუთაისში გარდაიცვალა, ხოლო დედა თბილისში.
“მათი მდგომარეობა მძიმე იყო, მამაც უმძიმესია. როგორც ვიცი აცრილები არ იყვნენ. რამაზი გაზის დისტრიბუციაში მუშაობდა, ძალიან კარგი ოჯახი. რა სამწუხაროა, მერამდენე ოჯახი ემსხვერპლა ამ მძიმე სენს”, – აცხადებს სოფლის რწმუნებული.
დედა-შვილის ცხედრები საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.