გიორგი სურმანიძე: მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიზანი, სოფლად მცხოვრებ ფერმერთა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფაა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარას ეწვია და სამინისტროს (ა)იპ აგროსერვის ცენტრის 2021 წლის სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, საგრანტო პროგრამის ერთ-ერთ გამარჯვებული ბენეფიციარის, მეფრინველეობის ფერმის მშენებლობა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გიორგი სურმანიძის განცხადებით, პროგრამის მიზანი ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფაა.

“სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია, სოფლად მცხოვრებ ფერმერთა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და სოციალურად მუდმივი ზრდის უზრუნველყოფა’’,- აცხადებს გიორგი სურმანიძე.
სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანადაფინანსება 96 089 ლარს შეადგენს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები