ხაშურში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღართაში, მოქალაქეები ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ ჯამში 27 ერთეული სოჭის სახეობის მორის ტრანსპორტირებას.

შედგა შესაბამისი ოქმები, ავტომანქანები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები