თეთრიწყაროელმა სპორტსმენებმა კარატისა და კრივის შიდა ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს

კასპში ლევან ძამუკაშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა, სადაც  თეთრიწყაროს კარატისტთა გუნდმა ,,ალგეთმა” 10 მედალი მოიპოვა.

თეთრიწყაროს მერია გამარჯვებულების სიას აქვეყნებს და მათ წარმატებას ულოცავს.
I-ადგილი: ნიკა წიკლაური და არმენ მარქარიანი
II-ადგილი: ასლან კამალიანი, ლუკა სუბელიანი, გიორგი აფციაური
III-ადგილი: მარიამ ჭკადუა, ლუკა თორაძე,ლუკა კაციტაძე, გაბრიელ ხარგელია, დანიელ საფარიანი.

მერიის ინფორმაციით, 3-5 დეკემბერს ქ. გორში გაიმართა გიორგი კარელიძისადმი მიძღვნილი ტურნირი კრივში, სადაც პირველი ადგილი დაიკავა თეთრიწყაროელმა მოკრივემ მირიან გულბანმა.

ასევე ქ. თბილისში ჩატარდა ლევან ბიგანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი რესპუბლიკური ტურნირი სადაც მესამე ადგილი დაიკავეს თეთრიწყაროელმა ძიუდოისტებმა, ამირან ჯანიაშვილმა და ლუკა და ნიკა მელაძეებმა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ამ დიდ წარმატებას თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრს, სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები