ფოთის ვიცე-მერის თანამდებობაზე დავით კვიციანი დაინიშნა
ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ პირველი მოადგილის თანამდებობაზე დავით კვიციანი დანიშნა.
“დავითი არის საქმის ერთგული, ღირსეული და გამოცდილი პროფესიონალი.
მჯერა, ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის “-განაცხადა ფოთის მერმა.
დავით კვიციანი პროფესიით იურისტია და სხვადასხვა დროს არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.
2017 -2021 წლებში იყო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი- იურიდიულ, სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
„მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის მერს, ბატონ ბექა ვაჭარაძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო ჩემი მშობლიური ქალაქის მერის მოადგილე. ჩვენს გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ქალაქის განვითარების და უკეთესი მომავლისათვის“-განაცხადა დავით კვიციანმა.